ბრალდებულმა 18 წლის ბიჭი ბარის უკანა სივრცეში შეიყვანა, დანით დაზიანებები მიაყენა და მიატოვა - პროკურორი

13.05.25 16:01
ბრალდებულმა 18 წლის ბიჭი ბარის უკანა სივრცეში შეიყვანა, დანით დაზიანებები მიაყენა და მიატოვა - პროკურორი

„რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ორივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

როგორც საქმის პროკურორი, გია შაიშმელაშვილი ამბობს, ბრალდებულმა, ივანი გიგლემიანმა 18 წლის ბიჭი იმის გამო, რომ მას უბრალოდ მხარი გაკრა, ბარის უკანა სივრცეში შეიყვანა და დანით დაზიანებები მიაყენა, ადგილზე მიატოვა, ამის შემდეგ კი დაბრუნდა სუფრასთან, სადაც მეორე ბრალდებული იჯდა და მასთან ერთად ტერიტორია დატოვა.  

დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდათ პატიმრობა. ერთ-ერთმა ბრალდებულმა სრულიად უმიზეზოდ, უმოტივოდ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე "რატის ბარში" ყოფნისას, მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა 18 წლის ბიჭმა, გვერდით გავლისას, უბრალოდ მხარი გაარტყა, ამ მიზეზით მოკიდა მას ხელი, შეიყვანა ამ ბარის უკანა სივრცეში არსებულ ერთ-ერთ ოთხში და ყოველგვარი მოტივის გარეშე ხელთა არსებული დანით სხეულზე მიაყენა დაზიანებები. დაზიანებების მიყენების შემდეგ, დაჭრილი მიატოვა იქვე. გამოვიდა, დაბრუნდა თავის სუფრასთან, მეორე ბრალდებულთან, რომელსაც ბრალი აქვს წარდგენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს შეუტყობინებლობისთვის, უთხრა ჩადენილი ქმედების შემდეგ, რის შემდეგაც ორივე ბრალდებული მიიმალა შემთხვევის ადგილიდან", - განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის,18 წლის ბიჭი ღამის კლუბში 11 მაისს, გამთენიას მოხდა. მომხდარზე შსს-მ ორი პირი დააკავა. ივანე გიგლემიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით), წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რატი პაკელიანს ბრალდება სსკ-ის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები