შსს რუსული სასამართლოს განაჩენის საფუძველზე, უკრაინაში მებრძოლ ქართველებს იარაღის ჩაბარებას სთხოვს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსული სასამართლოს განაჩენის საფუძველზე, უკრაინაში მებრძოლ ქართველებს უწყებას უგზავნის და მათ იარაღის ჩაბარებას სთხოვს.
- ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოქალაქე თინათინ ბოლოკაძე ავრცელებს და უწყების ფოტოს აქვეყნებს.
გაცნობებთ, რომ საქართველოს კანონის "იარაღის შესახებ" 27-ე მუხლის "დ5" ნაწილის თანახმად ლიცენზია (ნებართვა) უქმდება იმ შემთხვევაში თუ: ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი" - წერია უწყების წერილში.