ჩიკვაიძის დედა პაატა სალიას: ვატყობ, მკვლელების სიას შეუერთდი

13.05.25 18:20
ჩიკვაიძის დედა პაატა სალიას: ვატყობ, მკვლელების სიას შეუერთდი

ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის დედა, რომელმაც საკუთარი შვილი მოინახულა და საპატიმრო დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა, წერს, რომ ჩიკვაიძე იძულებით შიმშილობაზე იმყოფება, რადგან მას ოჯახიდან მიტანილი საკვების მიღება აუკრძალეს.

ეკა წერეთელი პაატა სალიას მიმართავს, მივიდეს და ნახოს, როგორ აიძულებენ პატიმარს, რომ იშიმშილოს.

“იუსტიციის მინისტრო, Paata Salia, გატყობ, შეუერთდი მკვლელების სიას“,- წერს წერეთელი.

ახლა გამოვედი ციხის მე 18 დაწესებულებიდან., სადაც მოვინახულე ჩემი პოლიტპატიმარი ეტლს მიჯაჭვული შვილი გიორგი ჩიკვაიძე...მთელი დღეა ვცდილობთ, გავარკვიოთ, რატომ აუკრძალეს მას ოჯახიდან მიტანილი საკვები, რომელიც დეპარტამენტის მიერ იყო დაშვებული...ჩემი შვილი ახლა იმყოფება იძულებით შიმშილობაზე.
მოგმართავ ამჯერად შენ, იუსტიციის მინისტრო, Paata Salia, გატყობ, შეუერთდი მკვლელების სიას, გენ პროკურორ გაბიტაშვილთან და მოსამართლე იზა კელენჯერიძესთან ერთად!!!!! მკვლელი და ვიგინდარა ხარ! რუსი წულუკიანის კომისიაზე, წინა მთავრობის ციხის ამბებს რომ იკვლევ, დავარცხნილი სახით, მიდი და ნახე, შენს ციხეში, მე-18 დაწესებულებაში, როგორ კლავენ ჩემს შვილს-გიორგი ჩიკვაიძეს, იძულებითი შიმშილობით. გაძლევ 24 საათს. შემატანინეთ მასთან საჭმელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველდღე სამინისტროსთან  მოვალ და დაგიძახებ მკვლელს“,-წერს წერეთელი.

მსგავსი სიახლეები