ცხინვალის საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდნილი პაციენტი თბილისში გადმოიყვანეს
40 წლის კაცი, რომელიც 6 მაისს ცხინვალში, რესპუბლიკური სამედიცინო ცენტრის მეოთხე სართულიდან გადავარდა და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
პაციენტის ტრანსპორტირება ნათესავების მოთხოვნით მოხდა.
როგორც “რადიო თავისუფლება“ გამოცემა "საპაზე" დაყრდნობით წერს, მას ტვინში მრავლობითი სისხლჩაქცევა, მენჯის, ბარძაყის, წვივისა და ქუსლის მოტეხილობები აღენიშნებოდა.
ფილტვისა და თირკმელების შოკი. ის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, ვლადიკავკაზელ ექიმებამდე ვერ მიაღწევდა. მას პოლიტრავმული განყოფილება ესაჭიროებოდა“, - თქვა ცხინვალის მთავარმა რეანიმატოლოგმა, ალექსანდრ პლიევმა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, კაცი კლინიკაში პრეპარატ "ლირიკის" ზედოზირებით მოხვდა. გამომძიებლებმა მის სახლში 1500 კაფსულამდე უკანონო ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს.
“ეხო კავკაზას" წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, 1-დან 12 მაისამდე ცხინვალიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე კლინიკებში ექვსი პაციენტი გადაიყვანეს, მათ შორის კაცი, რომელიც სიმაღლიდან დაცემის შედეგად დაშავდა. ამავე პერიოდში ცხინვალში დაბრუნდა ათი პაციენტი, რომლებიც საქართველოს კლინიკებში მკურნალობდნენ.