ჩიკვაიძის სკანდალური წერილი: "საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში თაღლითური ქოლ-ცენტრი ფუნქციონირებდა, მას ფინანსური პოლიციის შეფი მფარველობდა"

13.05.25 18:53
ჩიკვაიძის სკანდალური წერილი: "საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში თაღლითური  ქოლ-ცენტრი ფუნქციონირებდა, მას ფინანსური პოლიციის შეფი მფარველობდა"

პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენი, გიორგი ჩიკვაიძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს და წერს, რომ “ევროპასა და ამერიკას მიაწოდა ინფორმაცია, როგორ ქმნიდა და მფარველობდა ფინანსური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, რამიშვილი ქოლ-ცენტრებს "საზმაუს" შენობაში“.

ჩიკვაიძე ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე ქართულ საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობას არ აპირებს, თუმცა აცხადებს, რომ “სამართლიანი საქართველოს პირობებში, შესაბამისი პირები, მის საქმესთან ერთად, ამაზეც აგებენ პასუხს!“

ჩემი და ჩემი ბიზნეს პარტნიორის წინააღმდეგ შეკერილი საქმის მთავარი მიზეზი იყო ამ მთავრობის მხილება!

მიუხედავად იმისა რომ მე მკვლელმა მოსამართლემ იზა კელენჯერიძემ მომისაჯა 9 წელი და ამჟამად ვიმყოფები იძულებით შიმშილობაზე, მაინც გავაგრძელებ ამ დამნაშავე, რუსული ხელისუფლების მხილებას!

ჩვენი საქმის შეკერვაში  მთავარ ფიგურანტთან გენ პროკურორ გაბიტაშვილთან ერთად არანაკლები ბრალი მიუძღვის ფინანსური პოლიციის დეპარტამენტის აწ უკვე გადამდგარ ხელმძღვანელს რამიშვილს. 

ჩვენი საქმის გამო რომ აუცილებლად უმკაცრესად მოგეკითხებათ სამართლებრივად მაგას კი უნდა ხვდებოდეთ უკვე, მაგრამ მანამდე იცოდეთ, რომ ყველა იმ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციას ევროპასა და ამერიკაში უკვე მივაწოდე ინფორმაცია თუ როგორ ქმნიდა და მფარველობდა ბატონი რამიშვილი თაღლითურ ქოლ-ცენტრებს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში. ახლა ბევრისთვის კიდევ უფრო ნათელი გახდება თუ რატომ იცავთ კბილებით საზ. მაუს.

რამიშვილის უთხარით ვინმემ რომ ვერ უშველის თანამდებობის დატოვება!
ქართულ საგამოძიებო უწყებებთან ამ საკითხე არ ვაპირებ თანამშრომლობას ამ რეჟიმის პირობებში, თუმცა დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ უკეთესი და სამართლიანი საქართველოს პირობებში ჩემს საქმესთან ერთად, ამაზეც აგებთ პასუხს!,-წერს ჩიკვაიძე.

მსგავსი სიახლეები