რატის ბარში მომხდარი მკვლელობის საქმე - რა ხდებოდა ბრალდებულების პროცესზე

13.05.25 20:32
რატის ბარში მომხდარი მკვლელობის საქმე - რა ხდებოდა ბრალდებულების პროცესზე

18 წლის ალეკო შაკიაშვილის სასტიკ მკვლელობაში მხილებულმა კაცმა დღეს სასამართლოზე არაფერი თქვა. ივანე გიგლემიანი დუმილის უფლებას იყენებს. არადა, 36 წლის კაცს, რომელსაც სასჯელი არაერთი დანაშაულისთვის აქვს მოხდილი და წარსულში 18 წლის ბიჭის მკვლელობის გამო ციხეში უკვე იჯდა, დღეს უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ივანე გიგლემიანმა 18 წლის ბიჭს სასიკვდილო ჭრილობა გულში მიაყენა. სასტიკი ანგარიშსწორება რატის ბარში მხრის შემთხვევით გაკვრის გამო დაიწყო და ამავე ბარის ერთ-ერთ ოთახში ფატალურად დასრულდა. გამოძიების ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიმალვა სცადა და დანაშაულის იარაღიც გაანადგურა.

გიგლემიანი ციხეში მანამდე ორჯერ იჯდა. პირველად 2007 წელს დააკავეს, თუმცა ციხე ვადაზე ადრე 2017 წელს დატოვა. დღეს მოკლულის დედამ განცხადება სოციალური ქსელით გაავრცელა და გიგლემიანისთვის სასჯელი უმაღლესი ზომა მოითხოვა. 

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები