თავდასხმა ტვ პირველის რეპორტიორზე - აპირებს თუ არა რეჟიმი საქმის თაროზე შემოდებას?
"პირველების" რეპორტიორზე თავდასხმიდან 24 საათზე მეტი გავიდა, თუმცა ამ დრომდე ყოფილი გუბერნატორის მამა არც კი გამოუკითხავთ. კარლო კაციტაძის უწყების გამომძიებლები შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ, თუმცა გაირკვა, რომ ვერაფერი ნახეს. შინჯიკაშვილები ახლა გამოძიებას არწმუნებენ, რომ სათვალთვალო კამერის ჩანაწერები არ არსებობს, რადგან კამერები გაფუჭებულია.
რატომ არის ხელშეუხებელი გიორგი შინჯიკაშვილი? რადგან კონკრეტული პასუხის სპეციალური საგამძიებო უწყების გამომძიებლისგან დღეს ვერ მივიღეთ, მოძალადე ექს ჩინოვნიკის მამას დავურეკეთ. შინჯიკაშვილი დანაშაულს არ ნანობს. მეტიც, რეპორტიორს, რომელსაც გუშინ სახეში მუშტი დაარტყა, თავს ესხმის.
შინჯიკაშვილმა დღეს "პირველებთან" საუბრისას დაადასტურა, რომ ჩანაწერები არ წაუშლია, თუმცა გამოძიებისთვის მასალა არ მიუწოდებიათ. ეს ყველაფერი კი აჩენს ეჭვს, რომ ეს საქმეც თაროზე შემოსადებად არის განწირული.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.