“თავისუფლების ხმა ციხიდან” - რეჟიმის ტყვეები სათქმელს გაზეთის ფურცლებიდან იტყვიან
"თავისუფლების ხმა ციხიდან" - სინდისის პატიმრების წერილებს თავი ახალმა გაზეთმა მოუყარა. ახლა ციხეში სქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის სათქმელი პატიმრების გაზეთის საშუალებით მივა.
გაზეთის პირველი ნომრის პრეზენტაცია სიმბოლურად დღეს გლდანის ციხესთან გაიმართა, იქ, სადაც უკვე რამდენიმე თვეა, სინდისის პატიმრები უკანონო ტყვეობაში იმყოფებიან. განცდები, ემოციები და ის შემართება, რაც ციხეში ჩასმის მიუხედავად, სინდისის პატიმრებს აქვთ, ახლა მთელს საქართველოსთან მივა.
სრული სვლით თავისუფლებისკენ - ეს არის სინდიდის პატიმრების მთავარი სათქმელი ციხიდან. მაშინ, როდესაც ოლიგარქის ტყვეებს სათქმელი ძალიან ბევრი აქვთ, ერთადერთ გამოსავლად წერილების წერა რჩებათ. ასე ცდილობენ ისინი ხმა საზოგადოებას მიაწვდინონ. უთხრან, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და რეჟიმი ვერ შეძლებს ქვეყნის რუსულ ორბიტაზე გადაყვანას.
გაზეთის გამოცემის იდეა ქალ პოლიტიკოსებს ეკუთვნით, მიზანი კი მარტივია: უკეთ გააცნონ სინდისის პატიმრები საზოგადოებას, განსაკუთრებით კი რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს. ამიტომ, გაზეთი, რომლის პირველი ნომერი 18 სინდისის პატიმრის წერილს მოიცავს, პირველ რიგშიმ რეგიონებში დაიგზავნება. შეიქმნება ელექტრონული ვერსიაც ემიგრანტებისთვის.
ვრცლდ ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.