ფლანგვის დეტექტორი: 26 მაისის ღონისძიებებზე ბიუჯეტიდან უკვე ₾7 მილიონზე მეტია გამოყოფილი, უდიდესი ნაწილი უტენდეროდ

13.05.25 19:52
ფლანგვის დეტექტორი: 26 მაისის ღონისძიებებზე ბიუჯეტიდან უკვე ₾7 მილიონზე მეტია გამოყოფილი, უდიდესი ნაწილი უტენდეროდ

26 მაისის ღონისძიებებზე ბიუჯეტიდან უკვე ₾ 7 მილიონზე მეტია გამოყოფილი. უდიდესი ნაწილი – ტენდერის გარეშე,- ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 2025 წლის 15 აპრილს "საქართველოს მთავრობამ" გამოსცა განკარგულება N657, რომლითაც დამტკიცდა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმა.

განკარგულების საფუძველზე, რამდენიმე სამინისტროს, მათ დაქვემდებარებულ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებს დაევალათ სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება.

657-ე განკარგულებაში, არ არის ნახსენები რუსთაველის გამზირი, ადგილი, სადაც ამჟამად ყოველ დღე იმართება აქციები. თავისუფლების მოედანზე მხოლოდ სამხედრო ფიცის ცერემონიაა დაგეგმილი.

თბილისის გარდა, ღონისძიებები გაიმართება ქუთაისში, თელავში, ახალციხეში, რუსთავში, მესტიაში, ზუგდიდში, ოზურგეთიში, ფოთში, ახალქალაქში, მარნეულში, მცხეთასა და ამბროლაურში- წერს ფლანგვის დეტექტორი.

ამასთან, ფლანგვის დეტექტორი წერს, რომ “ქართული ოცნების“ მთავრობამ 26 მაისთან დაკავშირებით სხვადასხვა უწყებას ღონისძიებების ჩატარება დაავალა და 2025 წლის ბიუჯეტიდან უკვე გამოიყო:

  •  კულტურის სამინისტრო - 2.9 მლნ ლარი (სარეზერვო ფონდიდან).
  • თავდაცვის სამინისტრო - 2.2 მლნ ლარი (ფიცი, სცენა, ტრიბუნები, ავია-გადაფრენა).
  • სხვა უწყებები - ასობით ათასი ლარი რეგიონული ღონისძიებებისთვის.

ფლანგვის დეტექტორი წერს, რომ კულტურის სამინისტროს გარდა, ყველა შესყიდვა ტარდება გამარტივებული წესით - ტენდერის გარეშე.

ვრცლად იხილეთ ბმულზე:

მსგავსი სიახლეები