CPJ: ვგმობთ TvPirveli -ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას
ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამა - ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი TvPirveli -ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას გმობს.
როგორც CPJ წერს, “საქართველოს ხელისუფლებამ პრესაზე თავდასხმების დაუსჯელობის პრობლემა უნდა მოაგვაროს“
CPJ გმობს გუშინდელ თავდასხმას @TvPirveli -ის გადამღებ ჯგუფზე, რომელის შემდეგაც რეპორტიორი მარიამ მაკასარაშვილი ტვინის შერყევით საავადმყოფოში მოხვდა. საქართველოს ხელისუფლებამ პრესაზე თავდასხმების დაუსჯელობის პრობლემა უნდა მოაგვაროს,-წერს ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი.
ცნობისთვის, "ტვ პირველის" ჟურნალისტს, მარიამ მაკასარაშვილს თავს ქვემო ქართლის ყოფილი ვიცე გუბერნატორის მამა, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, 12 მაისს დაესხა. თავდასხმის მომენტში მოძალადემ ქალ ჟურნალისტს მუშტი სახის არეში ჩაარტყა.
ამასთან, გიორგი შინჯიკაშვილის მამამ "ტვ პირველის" სამაუწყებლო აპარატურა - კამერა და ასევე მარიამ მაკასარაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონი გაიტაცა. "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს აპარატურა მოგვიანებით, ადგილზე დაბურულმინებიანი ავტომობილების გამოჩენის შემდეგ დაუბრუნეს.