ბიჭს, რომელსაც თავში დამიზნებით ესროლეს გაზის კაფსულა, ჯანდაცვის სამინისტრომ თვალის ოპერაცია არ დაუფინანსა - ნანუკა ჟორჟოლიანი
ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, აქციის დარბევისას მძიმედ დაშავებულ ალექსი თირქიას თვალის ოპერაციისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ დაფინანსებაზე უარი უთხრა.
ჟორჟოლიანი წერს, რომ “მას თავზე დიდი ჭრილობა და ცალ თვალში მხედველობის პრობლემები აქვს.“
ალექსი თირქია ყველას გახსოვთ. ბიჭი, რომელსაც თავში დამიზნებით ესროლეს გაზის კაფსულა.
ჯერ კომაში მყოფი სიცოცხლისთვის იბრძოდა და ახლა დადის თავზე დიდი ჭრილობით და ცალ თვალში მხედველობის პრობლემებით. თვალის ოპერაციისთვის ელოდებოდა ჯანდაცვის სამინისტროსგან დაფინანსებას. უარი მოუვიდა!
ჯანდაცვის სამინისტრო სამარცხვინო კანტორა ხართ! ცეხი!" წერს ჟორჟოლიანი.
ალექსი თირქია გასული წლის 3 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში საპროტესტო აქციის ძალადობრივი დაშლისას დაშავდა. მას სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოხვდა
ექიმების ინფორმაციით, მას სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობა და შუბლის წილის კონტუზიური დაზიანება აღენიშნებოდა. ის რამდენიმე კვირის განმავლობაში, ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობდა.