მტკვარში მანქანა გადავარდა - მაშველები მდინარეში რამდენიმე ადამიანს ეძებენ

14.05.25 10:18
მტკვარში მანქანა გადავარდა - მაშველები მდინარეში რამდენიმე ადამიანს ეძებენ

მტკვარზე სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს - მაშველები მდინარეში 3 ადამიანს ეძებენ. 

მანქანა მტკვარში გუშუინ, გვიან ღამით გადავარდა - ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მაშველებმა მტკვრიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტური იყო.

არსებული ცნობებით, ავტომობილში ჯამში 4 ადამიანი იმყოფებოდა.

ადგილზე იმყოფებიან დაკარგულების ოჯახის წევრები - ისინი შესაბამისი უწყებისგან ინფორმაციის მიწოდებას ელოდებიან. 

მსგავსი სიახლეები