ვაკის გამგებელმა თანამდებობა დატოვა
დავით კვინიკაძემ ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობა დატოვა - ინფორმაცია თბილისის მერის განცხადების შემდეგ გახდა ცნობილი.
კახა კალაძის თქმით, კვინიკაძე მუშაობას რეგიონული განვითარების სამინისტროში გააგრძელებს:
დათო არის ღირსეული და პროფესიონალი ადამიანი. იგი 2015 წლიდან შემოუერთდა ჩვენს გუნდს, ვაკის გამგეობაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, რაიონის გამგებლის თანამდებობას კი 2021 წლიდან იკავებდა. ბევრი კარგი პროექტი აქვს ჩვენთან ერთად განხორციელებული. დარწმუნებული ვარ, ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მიიღო, მომავალ საქმიანობაში გამოადგება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დავით კვინიკაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელად დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე ალექსანდრე თევდორაძე შეცვალა.