"ჩვენ ვთქვით, დავიწყოთ თაფლობის თვე, "ოცნებამ" კი განქორწინების პროცესი დაიწყო" - ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი

14.05.25 17:10
"ჩვენ ვთქვით, დავიწყოთ თაფლობის თვე, "ოცნებამ" კი განქორწინების პროცესი დაიწყო" - ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველო ჩემთვის უდიდესი იმედგაცრუებაა - ეს განცხადბა ევროსაბჭოში ცოტახნის წინ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. ხავიერ ბეტელმა შეშფოთება გამოთქვა "ოცნების" საგარეო კურსის შეცვლის გამო და თქვა, რომ როდესაც ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსის მინიჭებით საქართველოსთან "თაფლობის თვე დაიწყო, "ოცნებამ" განქორწინების პროცედურა დაიწყეს".

მძიმე განცხადებების მოსმენა ევროსაბჭოში ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრს პირადად მოუწია - მაკა ბოჭორიშვილი მინისტრების შეხვედრას ესწრებოდა.

საქართველო ჩემთვის უდიდესი იმედგაცრუებაა. დღე, როდესაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს ევროპული მომავალი, მათ უკან დახევა გადაწყვიტეს. ეს ძალიან რთულია. დღე, როცა ჩვენ ვთქვით, რომ როგორც ფრანგები იტყვიან, დავიწყოთ თაფლობის თვე, მათ განქორწინების პროცედურა დაიწყეს. ასე, რომ ეს რთული საკითხია. მინდა მათთან გულწრფელი ვიყო, თუ ისინი წავლენ არასწორი მიმართულებით, ისინი დაშორდნენ ევროპულ მომავალს და ეს მომენტი გასულ წელს იყო", - ამბობს ბეტელი. 

 

მსგავსი სიახლეები