"შეწყვიტეთ მოწმეებზე ზეწოლა" - საბა სხვიტარიძის მიმართვა მირიან ქავთარაძეს

14.05.25 17:52
"შეწყვიტეთ მოწმეებზე ზეწოლა" - საბა სხვიტარიძის მიმართვა მირიან ქავთარაძეს

 

 

სინდისის პატიმარმა საბა სხვიტარიძემ დღეს გამართული სასამართლო პროცესის შემდეგ მოსამართლეს და "მოწმე" პოლიციელს, მირიან ქავთარაძეს სიტყვით მიმართა და მოუწოდა ქავთარაძეს, შეწყვიტოს მის მოწმეებზე ზეწოლა. საქმე ეხება ამ ოთხი ადამიანის წინააღმდეგ მირიან ქავთარაძის საჩივარს, რომელიც ამტკიცებს, რომ მათ მას შეურაცხყოფა მიაყენეს. 

სინდისის პატიმარი მიიჩნევს, რომ პოლიციელის მხრიდან, რომელიც მას ხელის გარტყმაში ადანაშაულებს, მსგავის ქმედება და მის მოწმეებე ზეწოლა დაუშვებელია. 

მირიან ქავთარაძემ უჩივლა ჩემს ძმას, კიდევ ჩემს სამ მეგობარს, მირანდა ბაღათურიას, ანი ყურაშვილს და ანა ქავთარაძეს. ამტკიცებს, რომ შეურაცხყოფა მომაყენაო, რაც სრული აბსურდია. ჯერ ერთი, ჩემი ძმა აქ იმყოფებოდა, დარბაზში, როდესაც მირიან ქავთარაძე გავიდა და მირანდა ბაღათურია, საერთოდ, ამ ტერიტორიაზეც არ იმყოფებოდა. ამ ოთხი ადმაიანიდან ორი არის ჩემი მოწმე და მე მივხვდი, რომ ეს არის ჩემს მოწმეებზე ზეწოლა და დაშინების მცდელობა, ასევე ჩემს ოჯახზე.. ძალიან გთხოვთ, გაითვალისწინოთ და გაითვალისწინოს მირიან ქავთარაძემ, რომ მსგავსი შემტხვევები, როდესაც ასეთი სასამართლო იმართება, ჩემს მოწმეებზე, ჩემს ოჯახზ ზეწოლას ნუ ახორციელებს, - თქვა საბა სხვიტარიძემ.

მსგავსი სიახლეები