როგორ გაიტაცეს საბა სხვიტაძე - ჩვენება სასამართლოს სინდისის პატიმრის მამამ მისცა
როგორ გაიტაცეს საბა სხვიტარიძე - სასამართლოს დღეს ჩვენება სინდისის პატიმრის მამამ მისცა. ლევან სხვიტარიძემ დეტალურად გაიხსენა, როგორ გაიტაცა პოლიციამ მისი შვილი რიკოთის გვირაბიდან. არადა, მანამდე შსს ამტკიცებდა, რომ სხვიტარიძე დიღმის იზოლატორში დააკავეს.
ტუნელში გავჩერდით და გადმოვიდა მძღოლი. საბუთები მომთხოვა, მივაწოდე ჩემი მართვის მოწმობა. საბა ეუბნება, რა გინდათ? რას აკეთებთო? გადმოვედი მანქანიდან, მივედი. ახლა, შვილია ჩემი, ეკითხება და თან პოლიციელს ეუბნება, რომ რა ხდებაო? ვეკითხები, რა ხდება, რატომ აკავებ? და ხმას არ იღებს საერთოდ. ხან გასაღები დაუვარდა, ხან ბორკილი დაუვარდა. ის ბორკილი მე მივაწოდე. ვეუბნები, ლამაზად დავადოთ ეს ბორკილი, საშინელება იყო, ხელები ამოტრიალებული ჰქონდა. მეთქი, მე დავადებ ბორკილებს, არ არის პრობლემა. მერე აიღო ეს ტელეფონი და სადღაც რეკავს, ვინც ბორკილებით მოვარდა. ვეკითხები, რატომ დააკავეთ? და მაცადე, გეტყვიო. სამი ეკიპაჟი იყო ამათი ჩათვლით და ერთი შკოდა. ყველას ჰქონდა ვიდეოკამერა, მაგრამ არცერთი არ იყო ჩართული, - თქვა ლევან სხვიტარიძემ.