მოწმე პოლიციელი სინდისის პატიმრების მიერ დასმულ შეკითხვებს ვერ პასუხობს

14.05.25 18:14
მოწმე პოლიციელი სინდისის პატიმრების მიერ დასმულ შეკითხვებს ვერ პასუხობს

 

 

პროკურატურის მიერ მიყვანილი მოწმე პოლიციელი სინდისის პატიმრების მიერ დასმულ შეკითხვებს ვერ პასუხობს - სამართალამცველს კითხვების სხდომათა დარბაზში ზვიად ცეცხლაძემ და ვასილ კაძელაშვილმა დაუსვა. 

  • ვეფხია კასრაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის საქმეზე ჩვენება 5-მა პოლიციელმა მისცა.

ზვიად ცეცხლაძე: კონკრეტულად რომ დაასახელოთ, რა სახის შეურაცხმყოფელი სიტყვები იყო და საიდან ადასტურებთ, რომ პოლიციის მიმართ იყო და არა სიტყვაზე ერთმანეთში.

მოწმე: კონკრეტული სიტყვები გაინტერესებთ? მაგას ვერ ვიტყვი, რადგან ძალიან ისეთი სიტყვებია, რასაც ვერ გავიმეორებ აქ.

ზვიად ცეცხლაძე: თქვენ ახსენეთ, რომ ბევრ რაღაცას ისროდნენ. ფიგურირებდა თუ არა მათ შორის პიროტექნიკა, სანამ დაზიანდებოდით?

მოწმე: მე პიროტექნიკა არ დამინახავს.

ვასილ კაძელაშვილი: თქვენ გაარჩევდით, რომელი იყო შიგნით პოლიციელი და რომელი მომიტინგე? ხომ შეიძლება პროვოკატორიც ყოფილიყო?

მოწმე: ამაზე ვერ გაგცემთ პასუხს, რადგან 10 ათას კაცში არ მგონია 200-300 კაცი იყოს შემოგზავნილი, როგორც თავად ამბობს. იყვნენ აქციის მონაწილეები, რომლებიც გვესროდნენ ქვებს.

დღეს პროცესი პროკურატურის მოწმეების გამოკითვით მორჩა- შემდეგი სხდომა სანქცირებულმა მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა 23 მაისს 12 საათზე ჩანიშნა.  

  • ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
  • ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მსგავსი სიახლეები