ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში, ტიციან ტაბიძის მემორიალური მუზეუმი რეაბილიტაციას საჭიროებს

14.05.25 18:09
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში, ტიციან ტაბიძის მემორიალური მუზეუმი რეაბილიტაციას საჭიროებს

 

 

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში ტიციან ტაბიძის მემორიალური მუზეუმი, ეროვნული მნიშვნელობის სტატუსის მქონე ძეგლი, დაუყოვნებლი რეაბილიტაციას საჭიროებს. 

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, დეა მეტრეველი და კოალიციის ვანის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, დავით კოპალეიშვილი ადგილზე ჩავიდნენ და დაზიანებული შენობა დაათვალიერეს. 

ხიმინჯებზე მდგარი და კრამიტით გადახურული ხის ოდა და რიკულებიანი აივანი დაზიანებულია, მორღვეულია ეზოს ღობეც. ერთი წლის წინ ვანის მერიამ დაანონსა მუზეუმის რეაბილიტაცია, თუმცა ერთი წლის თავზე მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულია.

მსგავსი სიახლეები