რეჟიმის ძალადობის მსხვერპლს ოპერაციას არ უფინანსებენ - ალექსანდრე თირქიამ ჯანდაცვის სამინისტროსგან უარი მიიღო

14.05.25 20:41
რეჟიმის ძალადობის მსხვერპლს ოპერაციას არ უფინანსებენ - ალექსანდრე თირქიამ ჯანდაცვის სამინისტროსგან უარი მიიღო

სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი აქციების დროს დაშავებული ალექსანდრე თირქია ოპერაციის დაფინანსებას ამ დრომდე ელოდება. რეჟიმის რეპრესიების მსხვერპლმა თვალ-ბუდის არეში გადაუდებელი ოპერაციის დაფინანსებაზე ჯანდაცვის სამინისტროსგან უარი მიიღო.

ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, თირქიას უთხრეს, რომ საყოველთაო დაფინანსება ოპერაციის ხარჯს არ ფარავს. არადა, 3 დეკემბრის აქციაზე 21 წლის ბიჭმა გაზის კაფსულის დამიზნებით მოხვედრის შემდეგ, სიცოცხლისთვის საზიანო ჭრილობები მიიღო, 6 დღე ხელოვნურ კომაში იყო და დღესაც მკურნალობის ხანგრძლივი კურსი სჭირდება.

მას შემდეგ, რაც ალექსანდრე თირქიამ ოპერაციის დაფინანსებაზე უარის ამბავი გაასაჯაროვა და "ოცნების" მინისტრის გადაწყვეტილებას დიდი პროტესტი მოყვა, ჯანდაცვის სამინისტრო თავის მართლების რეჟიმში გადავიდა. სამინისტრომ ყველაფერი კლინიკას დააბრალა და თქვა, რომ უარის მიზეზი არასწორად წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციაა.

ალექსანდრე თირქიას უახლოეს მომავალში 2 გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება. პირველი ოპერაცია თვალ-ბუდის არეში დაიგეგმა. გაზის კაფსულის შუბლის არეში მოხვედრის გამო, ახალგაზრდა ბიჭს სამწვერა ნერვი დაუზიანდა და მარცხენა თვალს ვერ ახელდა. ოპერაცია კავკასიის მედიცინის ცენტრში უნდა ჩატარდეს. კლინიკაში აცხადებენ, რომ საბუთების გადაგზავნის დროს დაშვებული შეცდომა უკვე გამოასწორეს. 

რატომ ჭიანურდება პროცესი? - დეტალები გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში ნახეთ.

მსგავსი სიახლეები