სინდისის პატიმრების საქმე თავდაყირა დგება - მოწმე პოლიციელები პოლიტპატიმრების წინააღმდეგ ჩვენებას ვერ აძლევენ
სინდისის 8 პატიმრის სასამართლო პროცესზე მისულმა არცერთმა მოწმე პოლიციელმა იცის დაზუსტებით, ვინ მიაყენა მათ დაზიანება ამბობენ, რომ დაშავდნენ, მაგრამ ხელს ვერავის ადებენ. არც მტკიცებულებები აქვთ და არც არაფერი იციან. მალავენ იმასაც, ვის ბრძანებებს ასრულებდნენ მშვიდობიან აქციებზე.
პოლიციელმა ივანე კაპანაძემ დღეს ვერ თქვა, რა ვითარებაში და რომელ ხელზე მიიღო დაზიანება. პოლიციელი თავდაპირველად ირწმუნებოდა, რომ დაზიანება მარჯვენა ხელზე მიიღო, თუმცა რამდენიმე წამში ამტკიცებდა, რომ ტკივილი მარცხენა ხელზე განიცადა.
კაპანაძე ასევე ამტკიცებდა, რომ ტანისამოსი სისხლით დაესვარა, თუმცა თქვა, რომ სისხლიანი ტანსაცმელი პოლიციაში არ მიუტანია. გამოძიებისთვის დასვლილი ტანსაცმელი არ ჩაუბარებია არც მეორე მოწმე პოლიცილეს ნიკოლოზ მანჯავიძეს.
ვერცერთმა მოწმემ, რომელიც დღეს სასამართლოში გამოიკითხა, ვერ გამორიცხა, რომ შესაძლოა, აქციაზე პროვოკატორები ჰყოლოდათ შეგზავნილი.
სასამართლომ დღეს მოუსმინა იმ მოწმესაც, რომელსაც ძალადობრივი ვიდეოების ყურება არ მოსწონს. პოლიციელი ნიკოლოზ ხურცილავა რომელსაც აქციაზე ტუჩი გაუსკდა, ვერ ამბობს ვის მიერ ნასროლი ქვა მოხვდა აქციაზე.
ვეფხია კასრაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის სასამართლო პროცესის დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.