როგორ გაიტაცეს საბა სხვიტარიძე პოლიციელებმა ცენტრალური მაგისტრალიდან?
როგორ გაიტაცეს საბა სხვიტარიძე პოლიციის თანამშრომლებმა? სასამართლო დღეს სინდისის პატიმრის მამის ჩვენებას ისმენდა. ლევან სხვიტარიძეს შვილი რიკოთის უღელტეხილიდან იმ დროს გასტაცეს, როდესაც მამა შვილი გასვენებაში მიდიოდა. მამის ჩვენებამ ცრუ მოწმე პოლიციელების ნაამბობი კიდევ ერთხელ გააბათილა ,რომ თითქოს საბა სხვიტარიძის დაკავება დიღმის იზოლატროში მოხდა.
სინდისის პატიმარს ხელბორკილები ჯერ კიდევ მაშინ დაადეს, როდესაც მას მოწმის სტატუსი ქონდა, შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს და აწამეს. დღევანდელ პროცესზე ადვოკატებმა გამოსაკითხად ის პოლიციელიც დაიბარეს, რომელიც უკანონოდ დაკავებული სხვიტარიძის გატაცების ოპერაციაში მონაწილეობდა, მაგრამ თორნიკე ჯაფარიძე პროცესზე არ გამოცხადდა.
დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.