სამაშველო ოპერაცია მტკვარზე - მყვინთავები ახალგაზრდა ბიჭებს ამ დრომდე ეძებენ

14.05.25 20:52
სამაშველო ოპერაცია მტკვარზე - მყვინთავები ახალგაზრდა ბიჭებს ამ დრომდე ეძებენ

თითქმის 20 საათია მტკვარში სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველები და მყვინთავები ახალგაზრდა ბიჭებს ამ დრომდე ეძებენ. თანაკლასელებს, რომლებიც ფორდის მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, გუშინ გვიან ღამით, დიდი სიჩქარით მოძრავმა ავტომობილმა ავარიული ვითარება შეუქმნა, რის შემდეგაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანამ ჯებირები გაანგრია და სანაპიროდან გადავარდა.

შემთხვევის დროს ავტომობილში 4 მგზავრი იმყოფებოდა,  20 და 22 წლის ახალგაზრდა ბიჭები. მაშველებმა ერთის გადარჩენა მალევე შეძლეს, კლინიკაში გადაიყვანეს და უკვე ბინაზეც გაწერეს, თუმცა დანარჩენი სამის კვალზე სამაშველო სამსახური ამ დრომდე ვერ გადის.

მომხდარი ავარიის საქმეზე შსს-მ 23 წლის პირი დააკავა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ამჟამად დაკავებულმა მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას, ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა.

დეტალები ნახეთ, დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები