გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდში ავტომობილი სამ მოზარდს დაეჯახა - ერთის მდგომარეობა მძიმეა
გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ავტოავარია მოხდა - ავტომობილი სამ მოზარდს დაეჯახა, რომლებიც გზაზე გადადიოდნენ.
ტელე-რადიო კომპანია "ოდიშის" ცნობით, სამივე არასრულწლოვანი კლინიკაშია გადაყვანილი. მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებულის, მერვე კლასელი ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.