გირაო არავინ გადაიხადოთ, ეს ნიშნავს ჩვეულებრივ ღალატს - სინდისის პატიმრის მიმართვა ოპოზიციას
საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების - ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი იხილავს.
სხდომის დაწყებისას მოსამართლე გალუსტაშვილმა თქვა, რომ "თუ წესრიგი დაირღვევა, ის პროცესს დახურავს".
სხდომაზე დაწყების წინ სიტყვით ისარგებლა რეზო კიკნაძემ. რეჟიმის ტყვე ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას გამოეხმაურა და მათ, ვისაც წულუკიანის ე.წ. კომისიაზე არმისვლის გამო გირაო აქვთ შეფარდებული, მოუწოდა, რომ გირაო არ გადაიხადონ.
"ნუ იკადრებთ და ბრძოლას ნუ ჩაეხსნებით" - მიმართა სხდომათა დარბაზიდან სინდისის პატიმარმა ოპოზიციას.
ჩვენც შეგვეძლო აქამდე რაღაცებზე ხელი მოგვეწერა და აგვსულიყავით ამის სანაცვლოდ, მაგრამ არ ვიკადრეთ და თვქენც ნუ იკადრებთ - თქვა რეზო კიკნაძემ.
გუშინ ისეთი რაღაც მოხდა, ეს ნიშნავს, რომ ყევლაფერზე ხელი აიღო მთავრობამ - "ყველაფერს ვიკადრებთ და ვისაც გვინდა დავიჭერთო". ამასთან დაკავშირებით მინდოდა მეთქვა, ე, მანდ ხელი არავის წაგიცდეთ და ის გირაო არავინ გადაიხადოთ. თუ ვინმე გირაოს გადაიხდის, ეს ნიშნავს ჩვეულებრივ ღალატს და თანამებრძოლსი მიტოვებას. ყველანაირ პტივისცემას დაკარგავთ, რაც აქამდე გქონდათ. ჩვენც შეგვეძლო აქამდე რაღაცებზე ხელი მოგვეწერა და აგვსულიყავით ამის სანაცვლოდ, მაგრამ არ ვიკადრეთ და თვქენც ნუ იკადრებთ და ნუ ბრძოლას ნუ ჩაეხნებით, ციხეში მოხვედრა საერთოდ არ არის კატასტროფა, კატასტროფა არის ის, როცა ბრძოლას გაურბიხარ მაშინ, როცა შენი თანამებრძოლები იბრძვიან ქვეყნის გაასარჩენად. ბოლოს მოგკლავთ შეწუხული სინდისი ან სულში გაჩენილი ბზარი, ან თავის გადასარჩენად გადახდილი გირაო და არა ჩატეხილი კბილი, ჩალურჯებული თვალი თუ ერთი წლით ნახეხი დილეგი", - თქვა რეზო კიკნაძემ.
- თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა.
- ცნობისთვის, "ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს, 50 000 ლარანი გირაო აქვს შეფარდებული კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერს ნიკა მელიას, ხოლო 30 000 ნიკა გვარამიას, ასევე 50 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, ხოლო 20 000 ლარიანი გირაო გივი თარგამაძეს.
სინდისის პატიმარმა ასევე ისაუბრა საქმეზეც, რომელსაც მას და კიდევ 10 პირს ედავებიან და თქვა, რომ ბრალდების მხარეს ისეთი მოწმეები მიჰყავს პროცესებზე, რომლებსაც საქმესთან შემხებლობა საერთოდ არ აქვს.
8 ნოემბრის საღამოს 12:30 ნახევრის მერე არ ვყოფილვარ აქციაზე მოწმე ამბობს და ჩვენ 29 ნოემბერს და შემდეგ თარიღებს გვედავებიან - ამბობს კიკნაძე.
ახლა საქმეს რაც შეეხება, თუ გვისჯით მოგვისაჯეთ, თუ არადა დაგვანახეთ, რომ სამართალი არსებობს. წინა მოწმეზე მინდოდა მეთქვა, ფაქტობრივად ჩვენი დაცინვა იყო, თვითონ ამბობს, რომ 28 ნოემბრის საღამოს 12:30 ნახევრის მერე არ ვყოფილვარ იმ აქციაზეო და ისეთი ადამიანი მოგვიყვანეთ, იმავე წარმატებით შეგეძლოთ მოგეყვანათ ინდოეთ-პაკისტანის ომში დაზარალებული და იგივე კავშირი ექნებოდა ჩვენთან, იმიტომ რომ ჩვენ გვედავებიან 29 ნოემბერს და შემდეგ თარიღებს და სხვა თარიღის მოწმე რა შუაშია", - ამბობს რეზო კიკნაძე.
ამ წუთებში სხდომაზე იკითხება მოწმე პოლიციელი ნიკოლოზ ხურცილავა, რომელიც გუშინ სინდისის 8 პატიმრის საქმეზეც დაიკითხა. ის ამბობს, რომ ქვა მოხვდა სახის არეში და ტუჩი დაუზიანდა. ზუსტად იგივე თქვა მოწმემ გუშინდელ სასამართლო სხდომაზე.
- დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს