ზახაროვა: სტამბოლში, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების დაწყების დრომ დღის მეორე ნახევრისთვის გადაიწია

15.05.25 14:33
ზახაროვა: სტამბოლში, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების დაწყების დრომ დღის მეორე ნახევრისთვის გადაიწია

სტამბოლში, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების დაწყების დრომ დღის მეორე ნახევრისთვის გადაიწია - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა, მარია ზახაროვამ განაცხადა

მისივე თქმით, დროის შეცვლის ინიციატორი თურქული მხარეა.

ამასთან, Reuters თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მოლაპარაკებების დრო ჯერ არ არის დანიშნული და შეხვედრის ზუსტი საათი ამ დრომდე უცნობია.

ცნობისთვის, ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებები დოლმაბჰჩეს სასახლეში დღეს უნდა გაიმართოს. ცნობილია, რომ უკრაინის დელეგაცია სტამბოლში ზელენსკისა და ერდოღანის შეხვედრის შემდეგ ჩავა, რომელიც ანკარაშია დაგეგმილი. 

რაც შეეხება რუსეთის დელეგაციას, ის უკვე სტამბოლშია, თუმცა ვლადიმერ პუტინი მის შემადგენლობაში არაა.

უკრაინის დელეგაციაში შედიან: პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საგარეო საქმეთა მინისტრი რუსტემ უმეროვი, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი დიპლომატიურ საკითხებში იგორ ჟოვკვა.

მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიღებენ ამერიკელი მაღალჩინოსნებიც: სტივ უიტკოფი, მარკო რუბიო და კიტ კელლოგი. ტრამპი თურქეთში აღარ ჩავა.

მსგავსი სიახლეები