სინდისის პატიმრების წინააღმდეგ სასამართლოში მიყვანილი მოწმე პოლიციელი დააწინაურეს
საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების - ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს, სადაც ორი საათია პოლიციელი ნიკოლოზ ხურცილავა იკითხება
ირკვევა, რომ მოწმე რომელიც გუშინაც იმყოფებოდა სინდისის 8 პატიმრის პროცესზე გამოსაკითხად, ერთი თვის წინ, დაზარალებულის სტატუსის მინიჭების და გამოკითხვის შემდეგ დააწინაურეს. ამის შესახებ სხდომაზე თავად ხურცილავამაც დაადასტურა.
- "პირველების" ინფორმაციით, ივანე ხურცილავა ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებიდან, სადაც 3 წლის განმავლობაში იმუშავა, გურიის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს.
"კი ერთი თვის წინ დამაწინაურეს. მანამდე გამოკითხული ვიყავი კი და ჩვენებაც მიცემული მქონდა თავისთავად", - თქვა პოლიციელმა.
ხურცილავა ამტკიცებს, რომ ქვა მოხვდა სახის არეში და ტუჩი დაუზიანდა, თუმცა კბილებს არაფერი დაემართა. პოლიციელმა არ იცის ვინ ესროლა ქვა და თქვა, რომ "ხელს ვერავის დაადებს", ასევე ირწმუნება, რომ არ ახოსვს, ვინ წაიყვანა დაზიანების შემდეგ.
კბილებს არაფერი დაემართა. როცა ქვა მომხვდა, თვალში დამიბნელდა და ვინ წამიყვანა იმ მომენტში არ მახსოვს. არ ვიცი ეს ადამიანები იყვნენ თუ არა, არ დამინახია და იმას ვერ ვიტყვი, იყვნენ თუ არა" - ამბობს პოლიციელი.
მოწმე ამბობს, რომ დაზიანდა 28 ნოემბერს და პირველ დეკემბერს აქციაზ არ იმყოფებოდა. სინდისის პატიმრებს კი 29 ნოემბერს და მას შემდეგ დღეებში ჩადენილ დანაშაულს ედავებიან, შესაბამისად, ადვოკატების თქმით, აღნიშნულ მოწმეს ბრალდებულებთან პრეტენზია ვერ ექნება.
დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.