ონისე ცხადაძის კითხვა მოწმე პოლიციელს
მაინტერესებს, გითხრეს, რომ ამ სასამართლო პროცესზე მოხვიდოდით და დაგხვდებოდათ ადამიანი, რომელიც უშუალოდ დამნაშავე იქნებოდა თქვენს დაზიანებაში? - ამ კითვით მიმართა სინდისის პატიმარმა, ონისე ცხადაძემ ბრალდების მოწმეს, პოლიციელ ნიკოლოზ ხურცილავას, რაზეც მოწმემს უპასუხა, რომ "დაიბარეს".
- საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების - ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს.
ცხადაძემ ასევე ხურცილავას ჰკითხა, დაინახა თუ არა, რომ რომელიმე სინდისი პატიმარი აქციაზე პოლიციელსბ შეურაცხყოფას აყენებდა, რაზეც მოწმემ განაცხადა, რომ "არა".
მოწმე პოლიციელი: მე დამიბარეს და მოვედი აქ.
ონისე ცხადაძე: და არ გაგიჩნდათ კითხვები - რატომ უნდა მივიდე მე მაინცდამაინც?
მოწმე პოლიციელი: როცა გიბარებენ კითხვები... ვალდებული ხარ რომ მიხვიდე.
ონისე ცხადაძე: თქვენთვის მისაღებია თუ არა, რომ იპოვონ დამნაშავე, ვინც თქვენ ქვა გესროლათ და რომ აიღონ და ბრალი დაუმძიმონ. ეს არის თუ არა თქვენთვის მისაღები?
არცერთი არ ვიცნობთ ერთმანეთს, რამდენიმე ადამიანმა ასე მოვიყარეთ თავი და ვთქვით, მოდი რა ქვა ვესროლოთ - ასე რამ წარმოგიდგენიათ? რომელიმე დანაყოფის მხრიდან მსგავსი ჟესტები თუ გაგიგიათ ან დაგინახავთ?
მოწმე პოლიციელი: მსგავსი ქმედება მე არ დამინახავს, არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არ გამიგია.
დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.