6 თვე თუ ვერ ამოვიცანი, 5-10 წლის შემდეგაც ვერ ამოვიცნობ - მოწმე პოლიციელი სინდისის პატიმარს
11 სინდისის პატიმრის სხდომაზე მისულმა მოწმე პოლიციელმა, ნიკოლოზ ხურცილავამ თქვა, რომ 6 თვის განმავლობაში ვერ ამოიცნო პირი, ვინც მას აქციაზე ქვა ესროლა და დაზიანება მიაყენა.
შესაბამისად, ბრალდების მოწმე ამბობს, რომ " მას ვერც 5-10 წლის შემდეგ ამოიცნობს".
ამის შესახებ პროკურატურის მოწმემ მას შემდეგ განაცხადა, რაც მას სასამართლოზე კითხვა რეჟიმის ტყვემ, რეზო კიკნაძემ დაუსვა.
რეზო კიკნაძე: ამოიცნობთ თუ არა, ვინც ქვა გესროლათ?
მოწმე: კონკრეტულად იმის ნასროლი ქვა მომხდა თუ ამის, ვერ დავადასტურებ. არ ვიცი
რეზო კიკნაძე: ანუ არ იცით და ვარაუდოს საფუძველზე ხართ აქ მოსული? შესაძლებელია ვარაუდოს საფუძველზე ყველა პროცესზე იაროთ, რომ როგორმე ვინმემ ამოიცნოთ? ამოცნობით ოდესმე ვინმეს?
მოწმე: 6 თვე თუ ვერ ამოვიცანი, 6 თვის შემდეგ, 5-10 წლის შემდეგაც ვერ ამოვიცნობ.
დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.