პროტესტის 169-ე დღე - აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
პროტესტის 169-ე დღე - აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
პარალელურად აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც, საიდანაც აქციის მონაწილეები, ჩვეულებისამებრ მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ.