16 მაისს მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლო პროცესი განახლდება
ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლო პროცესი 16 მაისს, 13:00 საათზე განახლდება.
საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს.
ცნობილია, რომ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასწრებას ავსტრიელი ევროპარლამენტარი ლენა შილინგი გეგმავს.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დაცვის მხარე, საერთაშორისო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც საქმის მასალებს იცნობს, ამბობს, რომ დამოუკიდებელი გამოცემების ხელმძღვანელი პოლიტიკური მოტივით ჰყავთ გამოკეტილი ციხეში.
სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი, რომელიც ჟურნალისტს წარუდგინეს, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.