ასტანა საქართველოში ყაზახეთის მოქალაქეების არშეშვების შემთხვევების ზრდაზე შეშფოთებას გამოთქვამს

16.05.25 10:56
ასტანა საქართველოში ყაზახეთის მოქალაქეების არშეშვების შემთხვევების ზრდაზე  შეშფოთებას გამოთქვამს

ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ სულ უფრო გახშირდა შემთხვევები, როცა მათი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში არ უშვებენ.

დიპლომატიური უწყება იტყობინება, რომ მათი მოქალაქეეები სრულად იცავენ საქართველოს კანონებს და ქვეყანაში, როგორც წესი ტურისტული მიზნებით შემოდიან, ამიტომ ასტანისთვის გაუგებარი და ამოუხსნელია ქვეყნიდან გაძევების და დეპორტაციის მაჩვენებელის ზრდა.

"ყაზახურმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა საქართველოში შესვლაზე ყაზახეთის მოქალაქეებისთვის ხშირი უარისა და შემდგომი დეპორტაციის შემთხვევების გამო“, - იტყობინება ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

წერილის საპასუხოდ, თბილისში ირწმუნებიან, რომ მოქალაქეების გაძევების ტენდენცია შემცირებულია.

მსგავსი სიახლეები