ნიკა კაციას საქმე - "მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოსგან პოზიტიური მოლოდინი არ გვაქვს"

16.05.25 11:29
ნიკა კაციას საქმე - "მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოსგან პოზიტიური მოლოდინი არ გვაქვს"

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა კაციას სასამართლო პროცესი იწყება - დღეს სინდისის პატიმრის აღკვეთის ღონისძიების-პატიმრობის გადასინჯვაზე უნდა იმსჯელოს სასამართლომ.

ნიკა კაციას გამოჩენას საქალაქო სასამართლოში ელოდებიან მისი მხარდაჭერები და ოჯახის წევრები. რეჟიმის ტყვის დედა ამბობს, რომ "მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოსგან პოზიტიური გადაწყვეტილების იმედი არ აქვს". 

ფაქტიურად დავსახლდით ამ შენობაში. დღის უმეტეს ნაწილს აქ ვატარებთ. ნამდვიალდ არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი და არც ის, რომ აღკვეთის ღონისძიებას შეცვლიან. არანაირი მტკიცებულება არ აქვთ, მარტო ჩემი შვილი კი არა ყველა გარეთ უნდა იყოს, მაგრამ ვხდებით, რაც ხდება. მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოსგან პოზიტიური მოლოდინი არ გვაქვს", -ამბობს კაციას დედა. 

შეგახსენებთ, რომ ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას რეჟიმი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავება. ბრალი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მსგავსი სიახლეები