ხმაური და დაპირისპირება თბილისის საქალაქო სასამართლოში - ადგილზე კრიმინალური პოლიცია მივიდა
ხმაურია თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც სინდისის პატიმრის, ნიკა კაციას პროცესი მიმდინარეობს. "პირველების" ინფორმაციით, ადგილზე ამ წუთებში კრიმინალური პოლიცია მივიდა.
თავდაპირველად, ხმაური ტელეკომპანია „პირველების" ჟურნალისტის, ნანუკა ქაჯაიას სხდომაზე არ შეშვებას მოჰყვა. ფაქტი გააპროტესტეს როგორც ბრალდებულმა ისე მისი ოჯახის წევრებმა.
აღნიშნულს მანდატურის თანამშრომლებსა და სასამართლო შენობაში მყოფი პირების შეხლა-შემოხლა მოჰყვა, რის შემდეგაცნიკა კაციას ახლობლები სხდომიდან გააძევეს, შემდეგ კი მანდატურებმა სასამართლო შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
დაპირისპირების დროს შეუძლოდ გახდა ნიკუშა კაციას დედა.
ამ წუთებში სასამართლოს შენობაში არ უშვებენ არც სხვა სინდისის პატიმრების მშობლებს და ახლობლებს.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წევრის ნანა მალაშხიას განცხადებით, მას საპროტესტო აქციაზე დაკავებულ მათე დევიძის სასამართლო პროცესზე დასწრება უნდა, თუმცა, მას მანდატურებში შენობაში შესვლაზე უარს ეუბნებიან.