ხანძარი თბილისში - თავაძის ქუჩაზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული

16.05.25 12:24
ხანძარი თბილისში - თავაძის ქუჩაზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული

ხანძარი თბილისში - "პირვლების" ინფორმაციით, თავაძის ქუჩაზე ერთ-ერთ მაღაზიაში ცეცხლი გაჩნდა. აალების სავარაუდო მიზეზად ადგილობრივები ელექტროსადენებს ასახელებენ. ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.

ადგილობრივების თქმით, მაღაზიაში, სადაც ხანძარი გაჩნდა, ტანისსამოსს ყიდდნენ. სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთების ნაწილი სრულად  განადგურებულია.

განახლება: საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თქმით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. 

მსგავსი სიახლეები