ნიკა კაცია: დედაჩემს არ შეეხოთ! - ჩხუბი და დაპირისპირება სასამართლოში (ვიდეო)

16.05.25 13:09
ნიკა კაცია: დედაჩემს არ შეეხოთ! - ჩხუბი და დაპირისპირება სასამართლოში (ვიდეო)

 

 

 ჩხუბი და დაპირისპირება საქალაქო სასამართლოში - მადანტურის სამსახურმა ძალის გამოყენებით გაიყვანა ნიკა კაციას პროცესიდან სინდისის პატიმრის ოჯახის წევრები.

კადრებში, რომლებიც "პირველებმა" გადაიღო, ჩანს, როგორ ექაჩება ტანსაცმელზე და გაჰყავს ძალის გამოყენებით მანდატურს ნიკა კაციას ძმა. 

დაპირისპირების დროს შეუძლოდ გახდა ნიკუშა კაციას დედა. 

ადამიანებზე მოძალადეს, არასოდეს ერქმევა არც პოლიციელი არც მანდატური. ქალ ჟურნალისტებზე, ქალ აქტივისტებზე მოძალადეებს არასსდოროს ერქმევა კაცო და გახსოვდეთ, სოლიდარობა ყოველთვის ექნება იმ ადამიანებს, რომლებიც სამართიანობისთვის იბრძვიან და არ გაბედოთ არავინ და ქალზე ხელი არ აწიოთ და არც აუწიოთ ტონს და ეს აბსურდი, ერთხელ და სამუდამომ დამთავრდება და თქვენც ისევე შეგრცხვებათ, როგორც იმ მოძლადეებს, რომლებიც ჩემს თვალწინ ვხედავდი როგორ ძალადობდნენ", - თქვა ნიკა კაციამ. 

საქალაქო სასამართლოში ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც "ტვ პირველის" ჟურნალისტს სხდომაზე შესვლის უფლება არ მსიცეს. ამას პრტოტესტი მოჰყვა ნიკა კაციას ახლობელბის და ოჯახის წევრების მხრიდან. ისინი მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა დარბაზიდან და მერე უკვე სასამართლოს შენობიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს. 

მსგავსი სიახლეები