ნიკა კაციას დედას ხელით შეეხნენ, ძმა კედელზე მიანარცხეს, მანდატური კიბეებზე ისროდა ხალხს - საბა სხვიტარიძის დედა

16.05.25 13:22
ნიკა კაციას დედას ხელით შეეხნენ, ძმა კედელზე მიანარცხეს, მანდატური კიბეებზე ისროდა ხალხს - საბა სხვიტარიძის დედა

სინდისის პატირმის, საბა სხვიტარიძის დედა ამბობს, რომ საქალაქო სასამართლოშ დაპირისპირების დროს მანდატური ნიკა კაციას დედას ხელით შეეხო, ხოლო ძმა კედელზე მიანარცხა. 

მანდატური კიბეებზე ისროდა ხალხს - ამბობს სხვიტარიძს დედა "პირველებთან". 

გარეთ ნიკა კაციას დედას შეეხნენ ხელით და გამოიყვანეს აქეთ. დავინახეთ ფანჯრიდან, დავტოვეთ დარბაზი და გამოვედით. ვაშველებდით, მერე ნიკა კაციას ძმას მიადგა მანდატური. ლაშა კედელზე მიანარცხეს. გამოვედით გარეთ, გამოვყევით. ეს მანდატური დავითი კიბეებზე ისროდა ხალხს. ასევე ქეთუნა ქერაშვილი მოყვა ამაში, ხელი შევაშველე, რომ არ წაქცეულიყო და კიბეზე თავი არ დაერტყა", - ამბობს საბა სხიტარიძის დედა. 

საქალაქო სასამართლოში ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც "ტვ პირველის" ჟურნალისტს სხდომაზე შესვლის უფლება არ მსიცეს. ამას პრტოტესტი მოჰყვა ნიკა კაციას ახლობელბის და ოჯახის წევრების მხრიდან. ისინი მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა დარბაზიდან და მერე უკვე სასამართლოს შენობიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.

მსგავსი სიახლეები