მზია ამაღლობელის პროცესზე გერმანიის, შვედეთის და ესტონეთის ელჩები იმყოფებიან

16.05.25 13:40
მზია ამაღლობელის პროცესზე გერმანიის, შვედეთის და ესტონეთის ელჩები იმყოფებიან

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც მზია ამაღლობელის პროცესი იწყება, გერმანიის, შვედეთის და ესტონეთის ელჩები მივიდნენ. 

როგორც პიტერ ფიშერმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლო პროცესებზე დასწრება სტანდარტული დიპლომატიური პრაქტიკაა და თუ საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება,  ამისთვის საჭიროა სტანდარტები, მათ შორის დამოუკიდებლობა სასამართლო სისტემაში.

მე აქ ვარ იმისთვის რომ დავაკვირდე მზია ამაღლობელის საქმეს. ეს არის სტანდარტული დიპლომატიური პრაქტიკა სასამართლო პროცესების დაკვირვება ბევრ ქვეყანაში.  რატომ მივმართავთ ამ პრაქტიკას საქართველოში? საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ამისთვის საჭიროა სტანდარტები, მათ შორის დამოუკიდებლობა სასამართლო სისტემაში. მე აქ ვარ რომ დავაკვირდე და ვმახო რამდენად აკმაყოფილებს სასამართლო სტანდარტებს. ეს არის ჩემი დღევანდელი მისია", - თქვა ფიშერმა. 

ცნობისთვის, მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს დააკავეს. 

მსგავსი სიახლეები