მზია ამაღლობელის საქმე ეს არის პოლიტიკური - ევროპარლამენტარი ლენა შილინგი

16.05.25 13:34
მზია ამაღლობელის საქმე ეს არის პოლიტიკური - ევროპარლამენტარი ლენა შილინგი

 

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიი იწყება. პოლიტპატიმარი ჟურნალისტის დღევანდელ სხდომას ესწრება საგანგებო მისიით ჩამოსული ავსტრიელი ევროპარლამენტარი ლენა შილინგი.

ევროპარლამენტარმა მედიასთან პრიდაპირ თქვა, რომ გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლი საქმე პოლიტიკურია.

შილინგის თქმით, მზია ამაღლობელის საქმე აჩვენებს, რომ საქართველოში დემოკრატია საფრთხეშია

მზია ამაღლობელის საქმე ეს არის პოლიტკური საქმე! მე აქ ვარ, როგროც ევროპარლამენტარი რათა განვაცხადო, რომ ეს საქმე არის განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ ჩვენი მხრიდანმ, ევროკავშირის მხრიდან ჩვენ ვაკვირდებით მოვლენბს. ეს არ არის განცალკევებული შემთხვევა, მე ვიყავი კონფერენციაზე აზერბაიჯანში, სადაც ასევე ვსაუბრობდით დაკავებულ ჟურნალისტზე. ჩვენ გვინდა საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ ღირებულებებს და მას ჰქონდეს ნადმვიული ევროპული მომავალი. მზიას საქმე გვიჩვენებს რომ საქართველოში დემოკრატია არის საფრთხეში", - ამბობს შილინგი. 

ცნობისთვის, მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს დააკავეს. 

მსგავსი სიახლეები