ხმაური მათე დევიძის სასამართლო პროცესზე-ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, პროკურორი უკანა კარიდან გააპარეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრის, მათე დევიძის პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. სწორედ მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია გახდა სხდომათა დარბაზში მყოფებისა და დევიძის ოჯახის წევრების გაღიზიანების მიზეზი.
დევიძის და და ოჯახის სხვა წევრები, პროკურატურის წარმომადგენელს სასამართლოს შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებდნენ და ამბობდნენ, რომ ის იტყუება.
განუკითხაობა, მეტი რაღა უნდა მოხდეს, ხალხნო, უსამართლობა, ყველანაირად უსამართლობა-ამ სიტყვებით დატოვა სასმართლოს შენობა დევიძის ბებიამ.
ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, სახელმწიფო მბრალდებელი შსს-ს წარმომადგენლებმა “სასამართლო დარბაზის უკანა კარიდან გააპარეს“.
უკნიდან გააპრაეს პროკურორი, რადგან იყო უტიფარი და ასეთი სიტყვა, თვით ქოცური პროკურატურისთვისაც წარმოუდგენელი იყო. უკნიდან გააპარეს ეს გოგო, რომელიც თვალებში ვერ უყურებდა მათეს და გვიმტკიცებდა, რომ 19-ში თურმე, მშვიდობიანი დღე იყო, - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.