საქმე რობერტ სტურუას წინააღმდეგ - სასამართლოში დღეს ანა ამილახვარის საჩივარი უნდა განეხილათ, თუმცა სხდომა გადაიდო

16.05.25 15:55
საქმე რობერტ სტურუას წინააღმდეგ - სასამართლოში დღეს ანა ამილახვარის საჩივარი უნდა განეხილათ, თუმცა სხდომა გადაიდო

 

 

საქმე რობერტ სტურუას წინააღმდეგ - თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ანა ამილახვარის საჩივარი უნდა განეხილათ, თუმცა სხდომა გადაიდო.

  • ანა ამილახვარი ის მსახიობია, რომლებმაც რეჟიმის ტყვეებს სცენიდან მხარდაჭერა გამოუცხადა, რის გამოც რუსთაველის თეატრმა სპექტაკლიდან ჩახსნა.

დავა გვაქვს მე და რობერტ სტურუას, რომელმაც გამომიწერა შენიშვნა და ვფიქრობ, რომ ეს შენიშვნა უსაფუძვლოა. სასამართლო ჩაიშალა, იმიტომ, რომ მე როგორც მივხდი და რა დასკვნაც გამოვიტანე, იურისტი მათი მხრიდან აშკარად არ იყო მომზადებული და კომპეტენტური.  ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა მე. მეგონა დღეს დასრულდებოდა ყველაფერი და ბევრად უფრო მარტივად მოგვარდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.  სამმა გოგომ გამოვუცხადეთ სოლიდარობა სინდისის პატიმრებს სცენიდან და ეს  რ მოეწონა ჩვენს ხელმძღვანელობას, კონკრეტულად რობერტ სტურუას. მან შენიშვნაში ჩაწერა, რომ ჩვენ შეურაცხყოფა მივაყენეთ რუსთაველის თეატრს", - ამბობს ანა ამილახვარი. 

მსგავსი სიახლეები