უკრაინაში მებრძოლ ქართველს რუსეთმა 14-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა
უკრაინაში მებრძოლ ქართველს, თორნიკე გოგუაძეს რუსეთის სასამართლომ დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
გოგუაძე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.
- თორნიკე გოგუაძე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში (დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში) ცნეს დამნაშავედ.
გამოძიებამ და სასამართლომ დაადგინა, რომ 2022 წლის მარტში გოგუაძე ჩავიდა უკრაინაში და შეუერთდა დაქირავებულ მებრძოლად პარამილიტარულ ფორმირებას, გაიარა სამხედრო წვრთნა და შემდეგ მონაწილეობა მიიღო დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებისა და რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში. შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მებრძოლის სახით მონაწილეობისთვის გოგუაძემ ყოველთვიური ფულადი ჯილდო მიიღო," - ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.
თორნიკე გოგუაძე უკრაინაში მოხალისედ პუტინის ომის დაწყების პირველივე დღეებში წავიდა. მანამდე ის დასავლეთ საქართველოში ცხოვრობდა,