ქობულეთის საკრებულოში "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, გიორგი გოგიტიძემ თანამდებობა დატოვა

16.05.25 16:30
ქობულეთის საკრებულოში "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, გიორგი გოგიტიძემ თანამდებობა დატოვა

ქობულეთის საკრებულოში გიორგი გოგიტიძემ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობა და საკრებულო დატოვა. ამის შესახებ გოგიტიძემ სოცილურ ქსელში თავად დაწერა.

გოგიტიძე ამტკიცებს, რომ თანამდებობას საკუთარი სურვილით ტოვებს, თუმცა “პირველების” წყაროს ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძესა და ლევან ზოიძესთან ახლო კავშირში მყოფ გოგიტიძეს თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს. 

მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა.
2012 წელს, როცა დაარსდა პარტია - „ქართული ოცნება“, ჩემი სურვილით მოვედი პარტიაში და დავიწყე საქმიანობა, 2012 წლიდან ვემსახურები პარტიას და ქართველ ხალხს, ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ ქალაქში საქმიანობა და მოქალაქეების გვერდში დგომა, ბევრი კეთილი საქმე გავაკეთეთ ერთად და ამით ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ.
მადლობას ვუხდი ქობულეთის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის და ერთგულებისთვის. ასევე, მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც გვერდში გვედგა ჩვენი კეთილი საქმეების განხორციელებაში. 
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი  „ქართულ ოცნებას“ და რა თქმა უნდა ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად", - წერს გოგიტიძე. 

  • წყაროს ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ ბათუმის ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გამოძიებამ
  • კითხვები დასვას.

ცნობისთვის, ქობულეთის მერმა ლევან ზოიძემ თანამდებობა 14 მაისს დატოვა. წყარო "პირველებს" უყვება, რომ ზოიძეს ბათუმის მერის არჩილ ჩიქოვანის facebook სტატუსის შაბლონი გაუგზავნეს. 

ზოიძე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს -  ეს უკანასკნელი თორნიკე რიჟვაძის უახლოეს გარემოცვად მიიჩნეოდა. მისი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ, სანქცირებული სულხან თამაზაშვილი დაამტკიცა, მან ლევან ზოიძის და თანამდებობიდან მუშაობის დაწყების პირველივე დღეს გაათავისუფლა. 

შეგახსენებთ, გუშინ, 13 მაისს, თანამდებობა დატოვა ბათუმის მერმა - არჩილ ჩიქოვანი აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ახლო მეგობარი და ნათელ-მირონია. 

მსგავსი სიახლეები