მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა

16.05.25 17:50
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა

 

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სინდისის პატიმრები, დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მოწმეები ქიმიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტები დაიკითხნენ.  ამასთან, დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა.

სხდომას მხოლოდ თემურ ზასოხაშვილი ესწრებოდა. პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი ოქმის მიხედვით კი, დავით ლომიძე სხდომაზე გამოცხადებაზე უარს აცხადებდა.

ადვოკატის თქმით, "დღევანდელმა პროცესმა საერთო არაფერი არ მოგვცა, იმის თვალსაზრისით, რომ გაგვერკვია, ვის მიერ იქნა დანაშაული ჩადენილი". 

დღეს ასევე ჩატარდა ახალგაზრდა მუსიკოსის, დავით ხომერიკის სასამართლო პროცესი, გამოიკითხა, მხოლოდ ერთ პოლიციელი, პირი, რომელიც თავდაპირველად ადმინისტრაციული მუხლით დააკავა ხომერიკი. 

  • ხომერიკი პოლიციამ 2024 წლის 2 დეკემბერს დააკავა. პროკურატურა ხომერიკს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის ფლობას ედავება, მას ბრალი აფეთქების მომზადების მუხლი აქვს წარდგენილი. დავით ხომერიკი დუმილის უფლებას იყენებს. 

სამივე სინდისის პატიმრის საქმეზე სასამართლო სხდომები ივნისში განახლდება. 

დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი პირველ დეკემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები