პროკურატურის მოწმემ მზია ამაღლობელის საქმე თავდაყირა დააყენა - რა თქვა ექსპერტმა პროცესზე
პროკურატურის მოწმემ მზია ამაღლობელის საქმე თავდაყირა დააყენა. ექსპერტმა ბრალდების მხარის მტკიცება გააცამტვერა. მაშინ, როცა პროკურატურა და ირაკლი დგებუაძე ამტკიცებს, რომ მზია ამაღლობელის სილის გაწვნის შემდეგ მან ძლიერი ტკივილი განიცადა და ლოყა-ყურის არე აუწითლდა, ექსპერტი ამბობს, რომ ირაკლი დგებუაძეს დაშავების კვალი საერთოდ არ ეტყობოდა.
ამის შემდეგ ექსპერტმა უკვე საკუთარი თავის მაგალითით მარტივად ახსნა, რომ ლოყის აწითლება არ შეიძლება დაზიანებას ნიშნავდეს.
"განვიცადე ძლიერი ტკივილი" - ირაკლი დგებუაძის ეს სიტყვები დღეს ექსპერტსაც შეაფასებინეს. სილის დარტყმას ექნებოდა თუ არა ისეთი ძალა, რომ პოლიციის მაღალჩინოსანს ძლიერი ტკივილი ეგრძნო - ექსპერტი ამტკიცებს, რომ ტკივილი სუბიექტური შეფასებაა და ამას ექსპერტი დასკვნაში ვერ ჩაწერდა.
ადვოკატისთვის ექსპერტის დღევანდელმა ჩვენებამ დაადასტურა, რომ ირაკლი დგებუაძე, შეიძლება, სიმულიანტობდეს, როდესაც ტკივილზე საუბრობს.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.