პროტესტი ლონდონის საფონდო ბირჟასთან - საქართველოს საელჩომ საინვესტიციო ფორუმზე არასასურველი პირები დაბლოკა

16.05.25 20:45
პროტესტი ლონდონის საფონდო ბირჟასთან - საქართველოს საელჩომ საინვესტიციო ფორუმზე არასასურველი პირები დაბლოკა

საპროტესტო აქცია ლონდონის საფონდო ბირჟასთან მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს საელჩომ საინვესტიციო ფორუმზე კრიტიკულად განწყობილ პირებს რამდენიმე საათით ადრე მოწვევა გაუუქმა. შეხვედრაზე ლევან დავითაშვილი პოტენციურ ინვესტორებს ხვდება და როგორც ჩანს,  უხერხული კითვების მოსმენა არ ისურვა. "მონებო!", 'სირცხვილია!" - ამ შეძახილებით და ნაწამები აქტივისტების პლაკატებით მივიდნენ აქციის მონაწილეები მსოფლიოს პრესტიჟულ საფინანსო ორგანიზაციასთან.

ამ პროტესტის და შეძახილების ფონზე მოუწიათ ,,ქართული  ოცნების’’  წევრებს და ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს წარმოადგენლებს საინვესტიციო ფორუმზე შესვლა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ლევან დავითაშვილს პროტესტის შეეშინდა და უკანა შესასვლელიდან შეაპარეს. 

"ოცნება" ლონდონის საფონდო ბირჟასთან ერთად ლონდონის საინვესტიციო  ფორუმს მართავს. საელჩომ  ყველა მათთვის ცნობილი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი ჩახსნა სტუმრების სიიდან. არადა, საინვესტიციო  ფორუმზე დარეგისტრირებულ ადამიანებს ლევან დავითაშვილისთვის უნდა ეკითხათ, როგორ უნდა მოიზიდოს ინვესტიციები ქვეყანაში, სადაც ბიზნესმენებს პოლიტიკური ნიშნით აკავებენ, ხალხს ფიზიკურად უსწორდებიან და სასამართლოს სანქცირებული კლანი მართავს. 

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები