იმას, რაც მე დღეს სასამართლოში ვნახე, არც ერთ დედას არ ვუსურვებ-ნიკა კაციას დედა
სინდისის პატიმრი, ნიკა კაციას დედა, რომელსაც დღეს სასამართლოს შენობაში მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, “ტვ პირველის“ ეთერში მომხდარის დეტალებს იხსენებს.
მარინა აფციაური ამბობს, რომ იმის ნახვას, თუ “ახეთქებდნენ მის შვილის კედელეზე, არცერთ დედას არ უსერვებს.“
სინდისის პატიმრის დედის თქმით, “მანდატურის სამსახური უფროსი ისე უხეშად ექცეოდა, რომ ორივე ხელი სტკივა.“
რაც მე დღეს სასამართლოში ვნახე, არც ერთ დედას არ ვუსურვებ, როგორ ახეთქებდნენ კედლებზე, ჩემ შვილს. მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელი, დავით მარტიაშვილი, გამორჩეულად აგრესიული, უზრდელი, თავხედი ადამიანია და თან მეტრაბახება, რომ განათლებული დედა ჰყავს, ეტყობა, განათლებულ დედას, ასეთი ურჩხული არ შეიძლება გაეზარდა. მე რომ ვყვიროდი, ხელი გაუშვით მეთქი, დამარტყა, თუ მიბიძგა არ ვიცი, მაგრმ ხელით შემეხო, მოსაცმელი რაც მეცვა, იმით მაფრიალა. ან როგორ არ წავიქეცი, მარჯვენა და მარცხენა ხელიც მტკივა. მეც მიმათრევდა, სხვებმა დამიცვეს, აღარ გამიშვეს, გავჩერდი, ვეღარ მივდიოდი და ვხედავდი, როგორ დაეტაკა ჩემ შვილს და მიზანმიმართულად ძალადობდა. ამ ადამიანს ღირსება, მორალი და ადამიანობა არ გააჩნია,- იხსენებს ნიკა კაციას დედა.
მარინა აფციაური მანდატურის სამსახურის უფროსის ქმედებას პროვოკაციას უწოდებს და ამბობს, რომ შესაძლოა, ასე უხეშად ადამიანებს დაწინაურების იმედით ექცევა.
ეს იყო პროვოკაცია. მხოლოდ ლაშასკენ მიმართული არა, ჩემს მიმართაც. ამ მანდატურმა ერთ ადამაინს ტვინის შერყევა დამართა, მეორეს ლამის ხელი მოტეხა და ეს შერჩა. გამოჩნდება თუ არა ეს ადამიანი სასამართლო დერეფნებში, სულ ასეთი კივილია. პროვოკატორია, ან დაწინაურებას ელოდება, ალბათ ფიქრობს, რც უფრო აგრესიულად მოვიქცევი, უკეთესიო. ისიც არ ჰყოფნით, რომ ჩვენი ბჭები უსამართლოდ ჰყავთ დაპატიმრებულები და ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ რამე გავაკეთოთ,- ამბობს ნიკა კაციას დედა.
ხმაური და დაპირისპირება იყო საქალაქო სასამართლოში ნიკა კაციას სასამართლო პროცესზე. “ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს პროცესის სრულფასოვნად გადაღების უფლება არ მისცეს, რასაც ბრალდებულის ოჯახის წევრების პროტესტი მოჰყვა.
ვითარება სასამართლოს დერეფანში ისე დაიძაბა, რომ მანდატურის სამსახურის თანამშრომლები კაციას დედასა და ძმას ფიზიკურად გაუსწორდნენ და პროცესზე ბრალდებულის მხარდასაჭრად მისული ხალხი სასამართლოს შენობიდან ძალით გაყარეს.