ქართველი ემიგრანტები ესპანეთის მეფეს წერილით მიმართავენ
ესპანეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ქვეყნის მეფეს წერილით მიმართავენ. საქართველოსგან შორს, იძულებით შრომით მიგრაციაში მცხოვრები ქართველები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ფილიპე მეექვსემ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ელჩი ოფიციალური ვიზიტით მიიღო.
წერილის ავტორები აცხადებენ რომ, იმ პროცესებიდან გამომდინარე რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში მიდის და იმ ხელისუფლების პირობებში, რომელსაც ძალაუფლება მიტაცებული აქვს,
ალექსანდრე ჭკუასელი ვერ იქნება ქართველი ხალხის ინტერესების გამომხატველი.
წერილს ხელს ასზე მეტი ქართველი ემიგრანტი აწერს. იდენტური შინაარსის წერილი გაგზავნილია ესპანეთის კონგრესშიც.