მედია: ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის მშენებლები გაიფიცნენ

17.05.25 11:01
მედია: ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის მშენებლები გაიფიცნენ

ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის მშენებლები გაიფიცნენ - როგორც აფხაზური ტელეგრამ არხი “აიაშარა” წერს,  15 მაისიდან არც ერთი თანამშრომელი, დაახლოებით რვა კომპანიის წარმომადგენელი, არ გასულა სამუშაოზე. მიზეზი ხელფასების არგადახდაა. ირკვევა, რომ მუშებს მშენებლებს ორი თევა ხელფასი არ აუღიათ. 

კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მუშებისთვის გადასახდელ თანხას, აეროპორტის დირექტორი არ რიცხავს.

აფხაზური ტელეგრამ არხი ასევე წერს, რომ ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში რამდენიმე დღის წინ მთლიანად გაითიშა საკონტროლო მართვის პუნქტის ელექტრო მომარაგება.  გაითიშა ასაფრენ ბილიკებზე არსებული სასიგნალო და განათების სისტემაც. პრობლემა უკვე აღმოიფხვრა, თუმცა არის ვარაუდი, რომ ეს მხოლოდ დროებით.

მსგავსი სიახლეები