ძალადობა რუსეთის მოქალაქეებზე - ახალგაზრდა ქალებზე თავდასხმაში მხილებული პირი მიმალვაშია
რუსეთის ორი მოქალაქე თბილისში ძალადობის მსხვერპლი გახდა - ახალგაზრდა ქალები ამბობენ, რომ მათზე ფიზიკურად ორმა მამაკაცმა იძალადა. ძალადობის შემდეგ რუსეთის მოქალაქეებმა პოლიციას მიმართეს, თუმცა როგორც თავად "პირველებთან" ამბობენ, საქმეზე გამოძიება, 5 დღის დაგვიანებით, მას შემდეგ აღიძრა, რაც საქმეში გომელაურის უწყების მაღალჩინოსანი ჩართეს.
- ირკვევა, რომ მთაწმინდაზე სალაშქროდ წასულ გოგონებს აგრესიულად განწყობილი კაცები მუშტებს და წიხლებს ურტყამდნენ. ორივე მათგანს მთელ ტანზე დაზიანებები აღენიშნება.
ფაქტს კიდევ უფრო ამძიმებს ერთი გარემოება. დაზარალებული ქალები აცხადებენ, რომ მათ მისცეს ჩვენება, რომელშიც ამბობენ რომ თავდამსხმელებს ისინი ტყეში დამალული ნარკოტიკების მაძიებლები ეგონათ.
დაზარალებული ქალები "პირველებს" პირად მიმოწერაში უყვებიან, რომ ამ დრომდე არ არის დაკავებული ის პირი, ვინც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ძალადობაში. დაკავებულია მხოლოდ ერთი ნეიტრალური პირი, რომელიც ავტომობილს მართავდა. დაკავებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და სრული ჩვენებაში რომელიც გამომძიებლებს მისცა თქვა, რომ "რუსი ტურისტები დამალული ნარკოტიკების მაძიებლები ეგონათ".
ადვოკატის თქმით, დაზარალებულ ქალებს სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩატარებით, ხოლო ერთ პირი მიმალვაში იმყოფება.
დაზარალებულების გადმოცემით მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და მათ შორის საექსპერტო კვლევები ჩატარებული არ ყოფილა, ხოლო თავის მხრივ სასწრაფო ბრიგადაც კი დაგვიანებით 7-8 საათის მერე იქნა გამოძახებული, რაც ბუნებრივია პრობლემას წარმოადგენს. იმიტომ, რომ ფიზიკურად შეუძლებელია, შესაბამისი საექსპერტო კვლევების გარეშე შესაბამისი მტკიცებულების მოპოვება და შექმნა. არის ერთი პირი დაკავებული, ხოლო ერთ პირი იმყოფება მიმალვაში. გამოძიება დაწყებულია ძარცვის მუხლით, ჯგუფურად ძარცვის მუხლით, ძარცვა- ძალადობით. ეს არს ფორმულირება ადამიანურ ენაზე განმარტებით. გენერალური ცოდნით და საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ჩვენ ვიგებთ, რომ საგამოძიებო მოქმედები განახლდა 4-5 დღის დაყოვნებით", - ამბობს ადვოკატი.
ახალგაზრდა ქალებიდან ერთ- ერთმა ქვეყანა დატოვა, რაც შეეხება მეორე დაზარალებულს ის ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, რადგან თავდასხმის შემდეგ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არის.