პირველი განმარტება - უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა გადადგომის მიზეზი დაასახელა
უკრაინაში ამერიკის ელჩის პირველი განმარტება თანამდებობიდან წასვლის შემდეგ. ბრიჯიტ ბრინკი აცხადებს, რომ დიპლომატიურ მისიაზე უარი დონალდ ტრამპის პოლიტიკის გამო თქვა, რომელიც ამერიკის პრეზიდენტს უკრაინასთან მიმართებით აქვს.
ბრინკის წერილს Detroit Free Press-ში აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ დიპლომატს არ მოსწონდა ტრამპის მიდგომები, რომელიც ზეწოლას არა აგრესორ რუსეთზე, არამედ მსხვერპლ უკრაინაზე ახდენდა.
ბრიჯიტ ბრინკი უკრაინაში ელჩის თანამდებობაზე 2022 წელს დაინიშნა. ის ფიქრობს, რომ შეერთებული შტატების ინტერესების დაცვის ერთადერთი გზა დემოკრატიის დაცვაა.